ადიგენში, არხში მამიდა და მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი დაიხრჩვნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტში არხში მამიდა და მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი დაიხრჩვნენ.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
როგორც ”კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის აგილზე სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში მივიდნენ, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.