აღმაშენებლის ხეივანში სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. დამწვარია მანქანის სალონი და პროდუქცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.