5 წლის გარდაცვლილი ბავშვი მამა: „აივნის კარი გააღო და… გადახტა“ (ვიდეო)
„საჭმელი ვაჭამე და შემოვედი ოთახში, ქვაბს დავდებ-მეთქი და… აივნის კარი გააღო და… გადახტა“, – ამბობს 5 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა.
მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა და მამა საჭმელს აკეთებდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, 5 წლის ბიჭი ღია ფანჯრიდან გადმოვარდა.
უბედური შემთხვევა გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ბავშვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.