ირაკლი შიხიაშვილი: გიგი უგულავას დანიშნული მთავრობა უნდა გადადგეს

  დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თბილისელებს მიმართავს. ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას მიერ დანიშნული მთავრობა უნდა გადადგეს.
“ყველასათვის ნათელი ხდება, რომ დღესაც თბილისის მერიას მართავს გიგი უგულავა თავისი მარიონეტების, სევდია უგრეხელიძისა და ირაკლი აბესაძის ხელით. ჩვენ, პირობისამებრ, დავხვეწავთ და სრულვყოფთ თბილისის ბიუჯეტს, თუმცა გვაქვს კითხვა თბილისელებთან – შეიძლება ვანდოთ 800 -მილიონიანი ბიუჯეტი დასახარჯად გიგი უგულავას, რომელსაც თბილისელებისათვის 50 მილიონის მოპარვაში ბრალი აქვს წაყენებული? თანაც იმ რეალობაში, როდესაც ის არაფერზე არის პასუხისმგებელი და ხელის მომწერი? დღესაც გიგი უგულავა სათამაშო პაიკებად იყენებს სხვებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათ და ამ ფონზე აპირებს თბილისის ბიუჯეტით ხელის მოთბობას. სხვა რას უნდა მივაწეროთ ის აღვირახსნილი და ბინძური პიარკამპანია და შანტაჟის ენით ლაპარაკი თბილისის საკრებულოსთან, რასაც ის ახორციელებს? ამიტომაც ჩვენი ნება ურყევია – გიგი უგულავას მიერ დანიშნული მთავრობა უნდა გადადგეს! წინააღმდეგ შემთხვევაში – ვანდოთ 800- მილიონიანი ბიუჯეტის გახარჯვა ბრალდებულ გიგის?” – აღნიშნულია ირაკლი შიხიაშვილის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები