ხულოში, მეხის ჩამოვარდნას ახალგაზრდა ემსხვერპლა
მეხის ჩამოვარდნას ხულოში 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.