ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში “ოპელისა” და “ბმვ”-ს შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 6 დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.
გარდაცვლილი ასაკოვანი ქალბატონია. თვითმხილველების თქმით, შეჯახება მანქანის გასწრების მომენტში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.