ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
მეწყრის გამო, წყნეთი-ახალდაბის გზის, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, გადაიკეტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორი წლის წინ, 2015 წლის 13-14 ივნისს, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მდინარე ვერეს ადიდება მოჰყვა. მაშინ წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა.