„კეზერაშვილის საქმის აღმოჩენა – ეს იყო ტოლფასი იმ წამებების გამოვლენისა, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, ციხეებში ვიხილეთ“

garibashvili8

  კეზერაშვილის საქმე ტოლფასი იყო იმ წამებების გამოვლენისა, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, ციხეებში ვიხილეთ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილის სახელზე ოფშორულ ზონებში არსებული კომპანიებისა და იარაღით ვაჭრობის შესახებ გავრცელებულ მასალას.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მოკლე დროში მოეფინოს ნათელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა მიიტაცეს, ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგიული ობიექტები. მე გავეცანი იმ დოუმენტს, ეს არის შოკისმომგვრელი და სკანდალური ინფორმაცია. “ნაციონალური მოძარაობა“, რომელიც ეს პერიოდია ერთი და იგივე კითხვას ატრიალებს ვანო მერაბიშვილზე, ჰკითხეთ კეზერაშვილზე, საიდან ჰქონდა 800 მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს, საიდან აქვს ამ ადამიანის კუთვნილ კომპანიას მილიარდნახევრიანი ბრუნვა მას შემდეგ, რაც ის კერძო სექტორში გადავიდა. ეს არის სკანდალური ინფორმაცია, საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა ამის შეფასება ადეკვატურად უნდა მოახდინოს.
„ნაციონალებმა“ კეთილი ინებონ და ახსნა – განმარტება გააკეთონ ამ ყველაფერზე. ჩვენ სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მოკლე დროში ნათელი მოვფინოთ ამ ფაქტს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები