ირანის პოლიციამ ოთხივე ტერორისტი მოკლა, რომლებიც ირანის პარლამენტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით იმავე დროს, თავდასხმა აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთანაც მოხდა. იქ ორმა შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამე ტერორისტმა თავი აიფეთქა. სააგენტო „ილნას“ ინფორმაციით, მავზოლეუმთან 5 გამვლელი დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.