რუსთავში კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
რუსთავში უბედური შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. მე-18 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.