სამტრედიის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.