მამუკა მდინარაძე თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

 ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე, საჭიროების შემთვევაში, საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ გამოძიების შედეგების გაცნობის მომხრეა. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
“ასეთი პრეცენდენტები ჩვენ ვიცით და შეიძლება ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, მიმდინარეობდეს სხვა მტკიცებულებების შეგროვება, მაგრამ დაკვირვების შედეგად სწორ ანალიზსს გავაკეთებთ და საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. თუ გამოძიების მიმდინარეობით ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა, ამაზეც უკან არ დავიხევთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. პროკურატურის გამომძიებლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდია სახლში იმყოფებიან და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები