კარლ ბილდტი: საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტომდე მოაწერს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა. ბილდტის განცხადებით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს. ირაკლი ღარიბაშვილისა და კარლ ბილდტის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.