როგორ დახატა ეკატერინე ტუხაშვილმა „ვედრება“ და იასამნის სურნელი გამოფენაზე…

უყვარს თეთრი ფერი და გაზაფხულის ფერები. პირველ გამოფენასაც „გაზაფხული“ უწოდა. პორტრეტების და პეიზაჟების ხატვა განსაკუთრებით უყვარს… თეთრი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანეფერთა ორიგინალურ ჰარმონიას  ქმნის და  გაზაფხულის განწყობას უქმნის ადამიანს…
ამბობს, რომ კლიმტის მსგავსად, ოქროსფერის გამოყენება უყვარს. მომავალში გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟებზე მუშაობას გააგრძელებს და სიღნაღის პეიზაჟების შექმნასაც აპირებს… – ეკატერინე ტუხაშვილის პერსონა.

– მშობლები: ნაირა ტუხაშვილი – პედაგოგია, მამა – იურისტი იყო.
6 წლის ასაკში ჩავაბარე სამხატვრო ათწლედში. რატომღაც ბავშვობაში საკუთარ ფეხებზე მიყვარდა ხატვა. დედა მიშლიდა, მაგრამ ჩუმად, რომ არ დაენახა, კაბის ქვეშ შიშველ ფეხებზე მაინც მიყვარდა ყვავილების, პეპლების, მზის, ცისარტყელის დახატვა…
და მაშინ გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი გამოსულიყავით?
– არა, უფრო მაშინ, სკოლაში რომ შემიყვანეს… სამხატვრო სკოლაში, გამოცდაზე, თავისუფალი თემა მოგვცეს – დავხატე ზღვა და მზის ჩასვლა ზღვაში.
ნახატს რომ ვამთავრებდი, საღებავი შემთხვევით გამივარდა ხელიდან  და სურათს დაეშხეფა. დავღონდი, მაგრამ გამოსავალი უცებ მოვიფიქრე.
ეს თეთრი საღებავი დაშხეფებული იყო ზღვის პეიზაჟზე, ამ შხეფებში ჩავსვი ბავშვი. შთაბეჭდილებას რჩებოდა, თითქოს ბავშვი ზღვაში ჩახტა და ირგვლივ წყლის შხეფები გაჩნდა.
ამ ნახატში მივიღე უმაღლესი შეფასება…. მიყვარდა ბალერინების ხატვაც.
– სამხატვრო აკადემიაში წარჩინებით სწავლობდით…
– აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინის განხრით ვსწავლობდი. წითელ დიპლომზე  და ოქროს მედალზე დავამთავრე, შემდეგ ასპირანტურაც დავასრულე….
– ახლახან პირველი პერსონალური გამოფენა გქონდათ, სადაც ყვავილები, პეიზაჟები და მეგობრების პორტრეტები ჭარბობს
– მიყვარს მთა, ბუნება… პორტრეტების ხატვა…
–  ფერები…
– ჩემი საყვარელი ფერებია თეთრი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე, ბუნებრივი ფერები… განსაკუთრებით თეთრი ფერი მიყვარს…
როგორ დაიხატავედრება“?
– როდესაც „ვედრებას“ ვხატავდი, იმ პერიოდში სულიერად მიჭირდა, სიცარიელეს ვგრძნობდი. ასე დაიბადა ეს თემა… გოგონა, რომელიც უფალს ევედრება… და მას ანგელოზები ამშვიდებენ…
საინტერესოა  „ნატვრის ხისციკლითავად ნახატები: „ნატვრის ხედაფუფალა“… ხომ არ აპირებთ ამ ციკლის გაგრძელებას?
– შესაძლოა, ეს ციკლი – „ნატვრის ხე“  გავაგრძელო…
 სახასიათო ნიუანსებით გამოირჩევა „ავტოპორტრეტი“… თქვენი ხასიათის რომელი თვისებისთვის გინდოდათ ხაზის გასმა?
– ჩემი „ავტოპორტრეტი“ მორიდებულობას უსვამს ხაზს… ბუნებით მორცხვი ვარ. ამიტომაც თვალები მაქვს დახრილი…
– ოჯახი…
– მყავს ვაჟი – 17 წლის ნიკოლოზ სამადალაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობს… ადრე ხატავდა, მაგრამ მერე აღარ გააგრძელა… უფრო ტექნიკური საგნები უყვარს.
– რომელ მხატვართან გრძნობთ სულიერ სიახლოვეს…
– ჩემი საყვარელი მხატვარია გუსტავ კლიმტი. კლიმტის მსგავსად ოქროს ფერის გამოყენება მიყვარს. ჩემს სულთან ახლოს არის მისი სუფთა, ბუნებრივი ფერები…
ჰობი
– სპორტი. ძალიან მიყვარს ვარჯიში…
– ყვავილები გიყვართ… გამოფენილ იასამნებს ისეთი სურნელი აქვს, ნამდვილს ჰგავს…
– მინდვრის ყვავილები, განსაკუთრებით იასამანი მიყვარს…
– მშობლები სიღნაღის რაიონიდან არიან…  სიღნაღის პეიზაჟები ხომ არ დაგიხატავთ…
– მას შემდეგ, რაც მამა ავტოავარიაში დაიღუპა, იშვიათად ჩავდივართ… ძალიან მიწყობდა ხელს,  სახელოსნო მომიწყო.. უძვირფასესი მამა მყავდა… სიღნაღის პეიზაჟები გეგმაში მაქვს…
– მეორე გამოფენაზე უკვე ფიქრობ…
– შემოდგომაზე მეორე გამოფენას ვგეგმავ… ამჟამად ვემზადები ამ გამოფენისთვის, მყავს აბიტურიენტები და მოსწავლეები, მაქვს ჩემი სახელოსნო…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები