ზუგდიდში სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდში სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სოფელ ცაისის გზაზე მიმავალ ავტომობილს ცეცხლი სალონში წაეკიდა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მილები გადაჰქონდა, რომლის გადარჩენაც სატვირთოს მეპატრონეებმა მოახერხეს.