ბათუმში, მშენებარე კორპუსის შახტაში მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის შახტაში მუშა ჩავარდა. 67 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.