“კეზერაშვილის ექსტრადიცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მან პასუხები გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს“

“კეზერაშვილის ექსტრადიციის საქმე პოლიტიკისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია“- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა. მისი თქმით, ექსტრადიცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კეზერაშვილმა პასუხები გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს.
“საქართველოს საზოგადოებისთვის  მნიშვნელოვანია კეზერაშვილის ექსტრადიცია, რათა მან მის მიმართ დასმულ შეკითხვებს  პასუხები გასცეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება და დაუპირისპირდეს მთავარ პროკურატურას. იქნებ, ის მართალია. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავადგინოთ მტყუან-მართალი. ეს არის დემოკრატია. აქ მიმდინარეობს პროცესები მის გარეშე და მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ის არის ბრალდებული.  ბრალდებულის უფლებების დაცვა ჩვენ გვევალება და ამიტომ, გვჭირდება ის აქ და არა იმიტომ, რომ ის ვიღაცამ წინასწარ ჩათვალოს დამნაშავედ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები