„ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილი ისე ჰგავს ბებიას უბრალოებასა და ღიმილში, იქიდან სამახსოვრო ფოტოს გარეშე როგორ წამოვიდოდი“…

ბავშვები  და წიგნები სულ უყვარდა,  ყველგან, სადაც შეეძლო, ზღაპრებს კითხულობდ ან ყვებოდ
უამრავი პროექტის ინიციატორი და მოთავეა ბათუმში. ახლახან კი იტალიიდან დაბრუნდა, სადაც
ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მიწვეული იყო, როგორც  ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე წარდგენილი ნომინაციით — „ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავს“…
ამბობს, რომ იტალიიდან უამრავი ახალი იდეით დაბრუნდა და ახალ პროექტებს ჰპირდება მკითხველს. – ინგა გოგიბერიძის პერსონა.


– ბავშვობა…
– საოცარი, ცისარტყელასავით ლამაზი და ფერადი ბავშვობა მქონდა… სკოლიდან ჩემი დაწყებითი კლასების პედაგოგი დალი მახარაძე დამამახსოვრდა, საერთოდ კი – მამის ბუბუნა ხმა…
თავიდან აჭარის კულტურის სამინისტროში მუშაობდით. თუ გრძნობდით, რომ მალე ბიბლიოთეკაში დაიწყებდით მუშაობას და თქვენი სახელი ასე მჭიდროდ დაუკავშირდებოდა წიგნს და პატარა მკითხველს, ვისთან შეხვედრაც ყოველდღიურად გიწევთ?
– სამინისტროში გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე ლამაზი წლები იყო… არასოდეს მიფიქრია, რომ ბიბლიოთეკაში ვიმუშავებდი, ვიტირე კიდეც, როცა საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად გადამიყვანეს… რაც შეეხება წიგნებს და ბავშვებთან ურთიერთობას, ჩემთვის ახალი არ არის – 23 წლის ასაკიდან ყველგან, სადაც შემეძლო, ზღაპრებს ვკითხულობდი, ან ვყვებოდი…
ფეისბუქზე ჯგუფიინგას უბანიარსებობს. სწორედ ამ უბნის სახელით გამოეცით 6 კრებულიჩანაწერები ინგას უბნიდან“. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კრებულების გამოცემა?
– უკვე შვიდი კრებული გამოვიდა… ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხს დრო და მკითხველი გასცემს.
პროექტისერთი წუთი მაესტროზეფარგლებში, აჭარის მაღალმთიან სოფლებში საჩუქრად 50 000-მდე წიგნი აიტანეთ
– ეს პროექტი სამი წლი წინ წამოვიწყე, მაშინ უფრო სავალალო მდგომარეობა იყო აჭარაში… დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის და პროექტ „ეკვილიბრიუმის“ მხარდაჭერით, ბევრ სოფელში გაიხნა ბიბლიოთეკები და შევიდა ახალი წიგნები…
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კლუბისაზღაპრეთიშექმენით, რომელიც 5-9 წლამდე პატარებს კითხვას აყვარებს. 2016 წელს წარდგენილი იყავით ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე ნომინაციით — „ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავსრამდენად ელოდით ამ წარდგენას და რას აძლევს პატარებსსაზღაპრეთი“?
– სიმართლე გითხრათ, ამ პრემიის არსებობაც არ ვიცოდი… რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, როცა შენს ნამუშევარს ხედავენ და აფასებენ. საზღაპრეთში ბავშვები სწავლობენ მოსმენის კულტურას, ეჩვევიან კომუნიკაბელობას, წერენ თავისუფალ თემებს, ხატავენ და რაც ყველაზე მთავარია, უყვარდებათ წიგნი…
ახლახან დაბრუნდით ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან, სადაც იმყოფებოდით, როგორც 2016 წელს ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე წარდგენილი ნომინაციით — „ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავსასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილს შეხვდით... რა შთაბეჭდილებები გამოგყვათ ამ ბაზრობიდან?
– წიგნის უდიდესი ფესტივალი იყო, ნაირფერი და შენაარსიანი… ყველა ქვეყანას წარმოდგენილი ჰქონდათ საბავშვო წიგნები და  მწერლები იქვე იძლეოდნენ ავტოგრაფებს, ტარდებოდა წიგნების პრეზენტაციები და უშუალო დიალოგები მკითხველთან. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე… რაც შეეხება ფოტოს ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილთან, ის ისე ჰგავს ბებიას უშუალობაში, უბრალოებასა და ღიმილში, რომ იქიდან სამახსოვრო ფოტოს გარეშე როგორ წამოვიდოდი.
– გამარჯვებულ ავტორზე რას გვეტყვით?
– იტალია. 2017 წელი. 5 აპრილი. ბოლონია. საბავშვო წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოცხადდა ასტრიდ ლინგრდენის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული – გერმანელი ილუსტრატორი ვულფ ერლბრუჩი!
1948 წელს დაბადებული, არის გერმანელი ილუსტრატორი. გამოქვეყნებული აქვს ათობით წიგნები საკუთარი ილუსტრაციებით, ორმოცდაათი წიგნი სხვადასხვა ავტორების მის მიერ ილუსტრირებული.ი გი ითვლება ერთ-ერთ წამყვან ილუსტრატორად გერმანიასა და შვედეთში…
ჟიურიმ განაცხადა:
„Wolfe Erlbruh არის ნოვატორი ილუსტრატორი, მისი შექმნილი გამოსახულება ასოცირდება ისტორიულ ტრადიციებთან და ხასიათდება ძლიერი ხაზებით, გრაფიკული სიზუსტით. იგი ხშირად აერთიანებს სხვადასხვა ტექნიკას: კოლაჟი, ფანქარი, ცარცი, აკვარელი დამიმართავს გრაფიკულ ექსპერიმენტს.
რაც ყველაზე მთავარია, მისი ილუსტრაციები ბავშვებისთვის არის სუფთა, გულწრფელი, პატიოსანი, და თავად საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე”…
ვულოცავ ბატონ ვულფს, საუკეთესო ილუსტრაციები აქვს.
 ბერგამოს საჯარო სკოლაში, მილანსა და ბოლონიაშისაინტერესო შეხვედრები გქონდათ
– 5 აპრილის ემოცია ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება (სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელ ფოტოებს ვერ ვდებთ, სადაც ბავშვების აღფრთოვანებული სახეები  ახლოდან ჩანს… მშობლებისაგან არ გვაქვს ნებართვა ინტერნეტში, რომ ავტვირთოთ).
მე გეტყვით – ეს იყო ზეამაღლებული დამოკიდებულება სკოლის დირექციის და პედაგოგების მხრიდან; დიდი ინტერესი ჩვენი განთლების სისტემისადმი;
შეკითხვები და დიალოგი საინტერესო და მხიარულ ნოტზე მოსწავლეებთან;
სიყვარული ლიტერატურისადმი და საერთოდ წიგნის კითხვისადმი…. მოკლედ, არ ვიცი, დიდი მადლობა ასეთი შეხვედრისათვის პროფესორ ანტონიო ჯიარლეტას, მელი და მაია თურმანიძეებს და იტალიის განათლების სისტემას!
უამრავი ახალი იდეით დავბრუნდი.
განსაკუთრებული სიყვარული და აღფრთოვანება ჩემს მასპინძელს – მელი თურმანიძეს ზღაპრების თარგმანებისათვის.
დაგველოდეთ, ახალი პროექტები იწყება!
რომელ ახალ პროექტს აპირებთ?
– მე, მელი და ანტონიო ვაპირებთ დისტანციური კითხვის საათების ჩატარებას-დისტანციურ კითხვას ორ ენაზე… მელის აქვს შესანიშნავი თარგმანები და ალბათ ვაჟა-ფშაველათი დავიწყებთ. ვნახოთ, რა გამოგვივა…
კურიოზებიც გქონდათ მართლა ირბინეთ?
– კი, კურიოზები ბათუმიდან დაიწყო, როცა მილანის თვითმფრინავს ბეწვზე მივუსწარი და მთელი გზაც გამყვა… ბოლონიისკენ მიმავალ მატარებელსაც ერთი წუთით ადრე გასვლამდე მივუსწარი…. ვირბინე ის სიტყვა არაა, მგონი, ვიქოშინეეე…
ახალი პროექტი: „წიგნი, ავტორი, მკითხველი!“ წამოიწყეთ...
– რამდენიმე სიტყვით ახალი პროექტის – „წიგნი ავტორი მკითხველის“  შესახებ –
გვსურს სრულიად საქართველოს წარუდგინოთ თანამედროვე ქართველი მწერლები, პოეტები, პუბლიცისტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ოქროს ასოებით წერენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის და ხელოვნების ისტორიას.
ამ პროექტით გვსურს მწერლები და პოეტები უფრო დავუახლოვოთ მკითხველს… გვინდა, ყველა ავტორმა, ვინც შეგვეხმიანება და ვისაც შევეხმიანებით, წარადგინოს საკუთარი წიგნები საქართელოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, წიგნის მაღაზიებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, სკოლებში, სკვერებში, ლიტერატურულ კაფეებში, საავადმყოფოებში, სათნოების სახლებში… რომ ეს შეხვედრები გადაიქცეს დღესასწაულად მკითხველისათვის, რომ მოსწავლეები, სტუდენტები და უკვე ზრდასრული ადამიანებიც იცნობდნენ თანამედროვე ავტორებს და ეცნობოდნენ მათ შემოქმედებას…
გამოვცოცხლდეთ, ვიაქტიუროთ და მივიტანოთ წიგნი მკითხველამდე. გავახსენოთ თითოეულ ავტორს, რომ თუ საკუთარი წიგნი, პირველ რიგში, ბიბლიოთეკის ფონდს არ გადასცა, ვერაფრით ვერ წაიკითხავს მას ჩვენი შთამომავლობა, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, თავად გავაცნოთ ის მკითხველს! გადავაქციოთ ჩვენი პროექტი მთელი საქართველოს წიგნიერების მაცოცხლებელ პროექტად.
გაგაცნობთ  პროექტის – “წიგნი, ავტორი, მკითხველი” სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას: გიორგი კეკელიძე, ინგა გოგიბერიძე, მაყვალა დავლაძე, გურა ნიჟარაძე, ნინო ჯიმშელაძე, გურამ გოგუა, ნინო ბეჟანიძე, გოგა ჩანადირი, თამარ გუდავა, ხათუნა შავგულიძე, გიორგი აღნიაშვილი, ნაზიბროლა კვაჭანტირაძე, ნანა მჟავია, ნატალია კეჭეხმაძე, გენრი დოლიძე, სოფო ნინიძე.
– სად უნდა მოიტანონ წიგნები მსურველებმა?
– ჩემო მეგობარო პოეტები, მწერლებო, არ დავიშუროთ წიგნები ამ პროექტისათვის… წიგნები შეგიძლიათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (თბილისი, გუდიაშვილის №7) და დატოვოთ წარწერით: პროექტისათვის – „წიგნი, ავტორი, მკითხველი!“
თქვენი ინიციატივით გამოვიდა ლიტერატურული კრებულიბათუმი“, რომელშიც ბათუმზე დაწერილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები შევიდა. „ბათუმს ეძღვნება ყველა ჩემი მინიატურა, რომლის გმირებიც ბათუმელები არიან“… აღნიშნეთ ერთერთ ინტერვიუში. რას ნიშნავს ბათუმი თქვენთვის?
– ბათუმი ჩემთვის ყველაფერია…
– გამორჩეულია თქვენი არაჩვეულებრივი ხელნაკეთობებისამკაულები
– ჩემმა ქალიშვილმა მასწავლა სამკაულების კეთება… მე ვაკეთებ და ჩემი შვილი ქმნის…. მე უფრო მოყვარულ დონეზე ვხელსაქმობ (უფრო იმისათვის, რომ ჩემს მწირ შემოსავალს რაიმე დავამატო)
 მოგვიყევით ოჯახზე
– მყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი… 36 წლის ოჯახი გვაქვს, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ  მე და ჩემმა მეუღლემ და ბედნიერი ვარ, რომ მისი ცოლობა მარგუნა ღმერთმა.
რაზე ოცნებობს ინგა გოგიბერიძე?
– მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს.

 ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები