თეა წულუკიანი: "ახალ მთავარ პროკურორს საგამოძიებო საქმიანობაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ახალ მთავრ პროკურორს საგამოძიებო საქმიანობაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ის ყველას მიერ სერიოზულ და პოზიტიურ ადამიანად ხასიათდება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში – “პოზიცია“, საქართველოს ახალ პროკურორზე გიორგი ბადაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მთავარი, რაზეც ის და გიორგი ბადაშვილი პრინციპულად თანხმდებიან, ეს საქმის გამოძიებისას სამართლებრივად გამაგრებული მტკიცებულების არსებობაა.
“ერთადერთი, სადაც მას პირველ დღეებში ხელშეწყობა დასჭირდება, ეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პროკურორების “მიხედვაში” დახმარებაა, რაშიც მჯერა, რომ მას მოადგილეები დაეხმარებიან. პროკურორების მიხედვაში მე ვგულისხომ იმას, რომ საქართველოში პროკურორი საამაყო სიტყვა უნდა გახდეს. შეცდომებს, რასაც წარსულში პროკურატურაში ადგილი ჰქონდა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. სასამართლო დარბაზში პროკურორი რესპექტაბელული ფიგურა უნდა გახდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.