იაპონელი მეცნიერები დედამიწის ქერქის გაბურღვას და მანტიამდე ჩაღწევას გეგმავენ (ვიდეო)

იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი დედამიწის ქერქის გაბურღვას და მანტიამდე ჩაღწევას გეგმავენ. ამისთვის იაპონიაში პროექტი „ტიკიუ ხაკენი“ შეიქმნა, რაც „დედამიწის აღმოჩენას“ ნიშნავს.
მას იაპონიის ზღვის კვლევების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტო ახორციელებს. დედამიწის ქერქი ოკეანეში გაიბურღება.
ამისთვის გემ Chikyū-ზე 10 კილომეტრის სიგრძის სპეციალური საბურღი მოწყობილობაა დამონტაჟებული იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ 10 კილომეტრის სიღრმეზე აღებული ნიმუშები მკვლევარებს დედამიწის ისტორიაზე და კონტინენტების მოძრაობაზე მეტ ინფორმაციას მისცემს. გარდა ამისა, ამის შედეგად სასარგებლო წიაღისეულის მოძიება და მიწისძვრების პროგნოზირება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები