“მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი, – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი” – ილია მეორე
“მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი, – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
“სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.
მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი, – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი . . .
მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის, ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა”, – წერია წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.