ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

 ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი კიდევ ერთი პლანეტა, ე..წ ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მისი ნომერია GJ 1132b. ის იალქნის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
პლანეტა დედამიწას მასითაც და ზომითაც ჰგავს. მისი დიამეტრი დედამიწას 10%-ით აღემატება, ხოლო მასა 1,5-ჯერ დიდია. ეგზოპლანეტა ჩვენგან 39 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 100-300 გრადუსს უდრის, ზედაპირი თითქმის მთლიანად ოკეანით არის დაფარული. ასეთ პირობებში ზედაპირზე ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა ოკეანის სიღრმეში თეორიულად შესაძლებელია.
ბოლო პერიოდში ახალი ტიპის ტელესკოპებით ასტრონომებმა რამდენიმე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი დედამიწასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და იქ კოსმოსური ზონდების გაშვება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები