თბილისში, მშენებლობაზე მიწა ჩავარდა და 27 წლის კაცი ჩაიყოლა – მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. ყიფშიძის ქუჩაზე, მშენებლობის პროცესში, მიწა ჩავარდა და 27 წლის ახალგაზრდა კაცი ჩაიყოლა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ორმოში შემთხვევით ჩავარდა, მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. „კვირა“ დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.