პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაამტკიცეს
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაამტკიცეს.
ახალმა პარლამენტმა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი 140 ხმით ქვეყნის ახალ პრემიერად აირჩია.
მადიარმა ფიცის დადების შემდეგ, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ფუნდამენტურ ცვლილებებს დაჰპირდა.
ამასთანავე, ახალმა პრემიერმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.