ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
ბათუმში, ჭავჭავაძე-ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მუშა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.