ბოლნისის გამგებელმა 80 წლის პედაგოგს იუბილე მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N 1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ალაი მუსაევს დღეს 80 წლის იუბილე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ია სვანიძემ პირადად მიულოცეს.
სტუმრებმა პედაგოგის ღვაწლზე ისაუბრეს და მომავალი წარმატებები უსურვეს. ალაი მუსაევი სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას 1959 წლიდან ეწევა და მომავალ თაობებს ისტორიას ასწავლის. სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ალაი მუსაევს ია სვანიძემ სიგელი გადასცა.
,, მინდა გულითადად მოგილოცოთ 80 წლის იუბილე. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ თქვენნაირი აქტიური და კეთილსინდისიერი პედაგოგები მოღვაწეობენ. თქვენ მრავალი თაობა აღზარდეთ და მჯერა, მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებთ წარმატებული მოსწავლეების აღსაზრდელად”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.