ინფორმაციას, რომ ლაგოდეხში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სასმელ წყალს ლოკოკინები გადმოჰყვა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სწავლობს
ინფორმაციას, რომ ქალაქ ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სასმელ წყალს ლოკოკინები გადმოჰყვა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სწავლობს. ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაშია ნათქვამი. ფაქტის შესწავლის მოთხოვნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სარალიძე კომპანიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
„ინფორმაციას, რომ ქალაქ ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სასმელ წყალს ლოკოკინები გადმოჰყვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სწავლობს. ფაქტის შესწავლის მოთხოვნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სარალიძე კომპანიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და რეაგირება სთხოვეს. მოგახსენებთ, რომ ლაგოდეხში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება“, -აღნიშნულია განცხადებაში.