ალექსანდრე ჯეჯელავა ე.წ. ციანიდის საქმეზე: ჩვენ ინფორმაცია პატრიარქს მივაწოდეთ

„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა“, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განმარტა.
მისი თქმით, მან და კახი კალაძემ, 2 დღის წინ, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, პატრიარქს და სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. თუმცა, საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ, მთავრობის წევრებმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. მათი თქმით, შეხვედრის ერთადერთი მიზანი მხოლოდ პატრიარქის მონახულება იყო.
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, როცა ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ცალსახად საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ჩვენი ხელისუფლება, პირადად პრემიერი, დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს, იმას რომ გამოძიება სამართლიანად, გამჭვირვალედ წარიმართოს და ბოლომდე მივიდეს,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები