პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა მეორე მოსმენით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” დაამტკიცა. დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს. მანამდე კენჭისყრაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული შეთავაზებები დადგა, რომელიც პარლამენტმა კენსჭისყრის შედეგით – 17 მომხრე, 45-წინააღმდეგი, “ჩააგდო”. დღეს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით, იმ მუხლის გარეშე დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები