რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 79 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები