თბილისის საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
დედაქალაქის საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. საკრებულოს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.