რუსთავში ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირით მოიწამლა – 18 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, გაზის გაჟონვის შედეგად, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მისი 18 წლის მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ცოლ-ქმართან ერთად იმყოფებოდა კიდევ 4 ადამიანი, რომლებმაც სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.