აბაშის მუნიციპალიტეტში II საჯარო სკოლის მიმდებარედ ტროტუარების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უჩა კაჭარავას სახელობის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და განახლდა სანიაღვრე არხები. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, II საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 320 გრძივ მეტრზე, მოეწყო სანიაღვრე არხები და განახლდა ტროტუარები.
პროექტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ რეაბილიტირებული მონაკვეთი უსაფრთხო და კომფორტული გახდა, როგორც ბაღის აღსაზრდელებისთვისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, მათი მშობლებისათვის.
„მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ქალაქის აღნიშნული მონაკვეთი, რადგან საკითხი ჩვენს მომავალ თაობას და ახალგაზრდებს ეხება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის მიზანია ყველას მივცეთ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა და სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს პროექტის განხორციელებაც. ახლო მომავალში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის ორივე მხარეს იგეგმება ტერიტორიის გამწვანება”, – აცხადებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 267,30 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები ელ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „აბაშის საგზაო სამმართველო” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები