სოფელ შროშასთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები
სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისი-ქუთაისის სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.