ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ორივე ქვეყნის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ამ საკითხებზე ურყევი პოზიციისათვის, ასევე შვეიცარიის შუამდგომლობისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, საქართველოსათვის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაწეული ტექნიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ელჩი შვეიცარიაში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.