ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ბათუმიდან მიმავალ მანქანებს მარშრუტის გაგრძელება შემოვლითი გზით უწევთ. მიზეზი კი აღნიშნულ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მაზდას“, „ჰონდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ამოყირავდა „მაზდას“ მარკის მინივენი.