თბილისში მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ბოძს შეეჯახა
მტკვრის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც მგზავრებით გადაადგილდებოდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა.
სამმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.