ქობულეთსა და ბათუმში შტორმმა პრობლემები შექმნა (ვიდეო)

ქობულეთში ექვს ბალიანმა შტორმმა სანაპირო ზოლის ნაწილი დააზიანა. დამტვრეულია სკამები, ურნები და ტრენაჟორები.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. მათი თქმით, სახლების დატბორვისა და მოსახლეობის დაზარალების შემთხვევები არ ყოფილა.
შტორმს ძლიერი ქარიც დაემატა, ქარმა ფიჭვნარში რამდენიმე ხე მოგლიჯა. როგორც ქობულეთის გამგებელმა განაცხადა, ერთი ხე მიკროავტობუსს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ძლიერი შტორმის დროს წვიმამ და ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა და ქობულეთში 50-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზღვის ძლიერმა ღელვამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. ბულვარის ნაწილი და კაფეები ქვიშით დაიფარა, თუმცა როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიადგა.
გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები