„დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩი მითითებებს კრემლიდან იღებს“
დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩი მითითებებს კრემლიდან იღებს – ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა უკრაინის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ექპერტი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები კიდევ უფრო გააძლიეროს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მითითებებს კრემლიდან იღებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებზე რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო კეთილია, რადგან ისტორიას ქმნის ხალხი და არა თვითმარქვია ლიდერები, რომელთაც საკუთარი სამშობლოს პოზიტიურ პერსპექტივას საკუთარი სავარძელი და საკუთარი ჯიბე ურჩევნიათ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.