ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი 22-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობის ორგანიზებული ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია შეხვედრები ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებში, პრემიერ-მინისტრის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში. ქართული მხარე გაეცნობა ბრიტანეთის გამოცდილებას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის, კრიზისების მართვის სისტემის საქმიანობისა და კრიზისების მართვაში თავდაცვის სამინისტროს ჩართულობის საკითხებში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან დელეგაციაში ასევე შედიან სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ირინე ბართაია და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მიხეილ კეკენაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები