საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებები გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება. როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის (Association Agenda) მიზანი, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობაა.
“ასოცირების დღის წესრიგი ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტიზაციის საშუალებას წარმოადგენს. ის პერიოდულად განახლებადი დოკუმენტია, რომელიც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო – ევროკავშირის სამოქმედო გეგმას ჩაანაცვლებს “, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკების პირველ რაუნდზე, საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვნელობს, ევროკავშირის მხრიდან კი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი დირკ შუბელი.