პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

  საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშილი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოთქვამს მეგობარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო.
„ყურადებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც უკრაინაში ვითარდება პრეზიდენტი ინფორმირებულია და აკვირდება იმ პროცესებს რაც დღეს უკრაინაში ვითარდება. მან მხარდაჭერა გამოხატა ზოგადად უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან რთულია იმის ყურება რაც კიევში ხდება. ეს ძალადობა უნდა შეჩერდეს. იმედი გვაქვს უკრაინელი ხალხი პრობლემის მშვიადობიანად მოგვარების გზას იპოვის“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები