პარლამენტში თვითმმართველობის რეფორმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

 პარლამენტში წლის პირველი სესია მიმდინარეობს. რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ, დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ და თვითმმართველობის რეფორმის პროექტს მიუბრუნდნენ. კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა შეკითხვებს პროექტის ავტორის დავით ნარმანიას პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პასუხობს.
დღეს კამათი მოჰყვა მე-10 მუხლს, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტს უფლება ეძლევა, დააყენოს საკითხი დაყოფის შესახებ. ოპოზიცია თვლის, რომ აუცილებელია კრიტერიუმების შემუშავება და ზუსტად გაწერა, ვის ექნება უფლება, ამგვარი მოთხოვნა დააყენოს.
უმრავლესობის განცხადებით კი მოთხოვნის დაყენება ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა შეძლოს, კრიტერიუმების გათვალისწინებით კი გადაწყვეტილება საბოლოოდ მთავრობამ უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები