ჯანდაცვის სამინისტრო ნარკომანიის მართვის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს

  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნარკომანიის მართვის ახალ, განსხვავებულ სტრატეგიაზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრატეგია ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტური და აქცენტირებული იყო ხუთი მთავარი მიმართულებიდან მხოლოდ ერთზე – მეტადონის ჩანაცვლებაზე. „ბოლო დღეებში და ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ის იურიდიული პირი, რომელსაც ამ სტრატეგიის შექმნა და მონიტორინგი ევალებოდა, ვერ იმუშავა ეფექტურად და გავაკეთე რადიკალური საკადრო ცვლილებები. ამ სამსახურის ხელმძაღვანელად დავნიშნე ამ დარგის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი, ყველაზე დიდი გამოცდილებით გელა ლეჟავა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ნარკომანიისა და, ზოგადად, ფსიქიური ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა. “ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ქვეყანამ საბოლოოდ ვერ მოაგვარა, მაგრამ მე, ამ მხრივ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ის რეფორა, რასაც ჩვენ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩავატარებთ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ზიანს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები