მინისტრები 6300-ის ნაცვლად 5000 ლარს მიიღებენ

  მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა  ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.
“ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდება”, – განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები