რუსთავში მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადავარდა
სამართალდამცავებმა დღეს რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცი საკუთარი საცხოვრებლი ბინის მე-6 სართულის აივნიდან გადახტა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შესაძლოა, მამაკაცს თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონია და ის აივნიდან გადავარდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.