ბამბის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
დამწვარია 800 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.