თბილისში ბამბის ქარხანა იწვის
თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის ქარხანა იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ცეცხლი 800 კვადრატულ ფართობს მოეკიდა.
ადგილზე 10 ერთეული სახანძრო მანქანა იმყოფება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის.