სოფელ გომში, საკუთარ სახლში, მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, საკუთარ სახლში მეზობლებმა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ვარაუდით, სახლში ანთებული სიგარეტიდან ხანძარი გაჩნდა. გომელები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი კვამლით გაიგუდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.