ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დენმა იმსხვერპლა
ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.